მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის მრჩეველი: პოლიტიკური მოცემულობა ბიზნესისთვის გარკვეული ტვირთია

5f9d6a5389f09
თელარა გელანტია
31.10.20 18:45
793
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ეკონომიკური მრჩეველი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის 43-ე ნომერი ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური მოცემულობა ბიზნესისთვის გარკვეული ტვირთია.

ასე უპასუხა მან Forbes talk-ში წამყვანის კითხვას, რომელიც ბოლო რვა წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს/რეგულაციებს შეეხებოდა.

„ჩემთვის, როგორც ეკონომისტისთვის, თავისუფალი ბიზნეს-გარემო ეკონომიკის განვითარებისთვის უალტერნატივოა და შესაბამისად, ლიბერალური იდეოლოგია არის ერთ-ერთი საინტერესო იდეოლოგია, რომელსაც ვემხრობი, მაგრამ როგორც პოლიტიკოსმა უნდა ვთქვა, რომ ერთია, როცა ლიბერალურ იდეოლოგიას ვიზიარებ როგორც ეკონომისტი, მაგრამ მეორეა პოლიტიკური მოცემულობა, რაცაა ყველაზე დიდი მოცემულობა და გვინდა-არ გვინდა, გარკვეულ ტვირთს ტოვებს ბიზნესზე. მაგალითად, ვგულისხმობ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დღის წესრიგს და ვალდებულებებს, რომელიც ქვეყანას აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოქნილები ვართ და გვეუბნებიან, რომ ჩვენი ბიზნეს-გარემოს სპეციფიკიდან გამომდინარე დავადგინოთ კონკრეტული რეგულაციები და ასეც ვაკეთებთ კიდეც, როცა საერთოდ არაა რეგულაცია კონკრეტულ სექტორში და - შემოდის, რაც არ უნდა ადაპტირებული დ რეალობას მორგებული იყოს, ჩნდება მაინც რაღაც ახალი, რაც გუშინ არ იყო და ეს ახალი დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯთან. ბიზნესისთვის კი ყველაზე კომფორტულია, როცა რეგულაციის ხარისხი არის ნული. ამდენად, იმ კურსიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ევროკავშირში ინტეგრაციას, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ბალანსი, რათა ეს ორი ინტერესი - ევროკავშირში ინტეგრაცია და ნაკლები რეგულაცია ბიზნესში დავაბალანსოთ და სწორად ვმართოთ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ბიზნეს-გარემოზე საუბრისას პრემიერის მრჩეველმა რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) სისტემის მნიშვნელობაზეც გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ RIA გაფაროვდება და საკანონმდებლო ინიციატივებზეც გავრცელდება.

„RIA გვიჩვენებს, რა ეკონომიკურ შედეგს მოიტანს ბიზნესისთვის ესა თუ ის გადაწყვეტილება ანუ ის გვეხმარება, ბიზნესს მივაწოდოთ როგორ მიუდგეს საკითხს და როგორ დაგეგმოს თავისი საქმიანობა, თუმცა რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი ვერ და არ არის იმის საფუძველ,ი რომ უარი ვთქვათ აღებულ ვალდებლებებზე“, - აღნიშნა გიორგი გახარიას მრჩეველმა.