მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის მრჩეველი: ყველა სახელმწიფოში სოფლის მეურნეობა დიდი თავის ტკივილია

5f9d2adfa9968
თამთა ჯიჯავაძე
31.10.20 14:05
1218
"ყველა სახელმწიფოში სოფლის მეურნოება მმართველი ძალისთვის დიდი თავის ტკივილია; ჩვენთან ამ დარგს ეკონომიკურის გარდა, მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც აქვს", – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა გადაცემა Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა.

ლილუაშვილის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში უამრავი ადამიანია დასაქმებული, ამ მიმართულებას სოციალური დატვირთვაც აქვს.

„რა არის ჩვენი ხედვა სოფლის მეურნეობის განვითარების ნაწილში?! ის, რომ ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს, ცალსახად პროდუქტიულობის ანუ კაპიტალიზაციის ზრდაზეა მიმართული; როცა ჩვენ ვამბობთ, შევქმნით 200 ათას სამუშაო ადგილს კერძო სექტორში, ეს ამ პოლიტიკის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ძირითადად თვითდასაქმებულების ნაწილი კონცენტრირებულია სოფლის მეურნეობაში და ჩვენი ამოცანაა, ეფექტური განათლების, მათ შორის პროფესიული განათლების საშუალებით, კერძო სექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილებით და აქტიური დასაქმების პოლიტიკით - ამ სამი კომპონენტით შევძლოთ ის, რომ სოფლის მეურნეობიდან ის ადამიანები, ვინც დღეს არ არიან პროდუქტიულები, გადავამზადოთ, რათა შემდეგ ეს ხალხი უფრო სტაბილურად, ფორმალურ სექტორში დასაქმდეს", - განაცხადა ლილუაშვილმა.

პრემიერის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ხშირად ხდება აპელირება სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, თუმცა ინფრასტრუქტურის მშენებლობას ასეთი დოზით არავინ აპროტესტებს. „არის აღქმა, რომ ინფრასტრუქტურა არის ძალიან მაგარი და ინფრასტრუქტურაში ხარჯის გაწევა, ინვესტირება არასდროს არის ცუდი, თუმცა, ინფრასტრუქტურას თუ მეტად გააკეთებ, ვიდრე საჭიროა, მას აქვს შემდეგ მოვლა-შენახვის და პატრონობის ხარჯები და ეს დამატებითი დანაკარგია”, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ცნობისთვის: ბექა ლილუაშვილთან ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ დღეს, 19:30 საათზე BMG-ის ციფრულ არხზე.