მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის ორი დავალება ფინანსთა მინისტრს

5dd634f489f9c
დავით ჯალაღონია
21.11.19 10:52
4856
პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრს დაავალა, მთავრობის მომდევნო სხდომამდე განიხილოს, რამდენად შესაძლებელია ეროვნულ ვალუტაში გასაცემი სესხების 200 ათას ლარიანი ზღვარი შემცირდეს.

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლოესი წლების განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევაც და მიზანიც იქნება ეკონომიკური ზრდა და პირველ რიგში, სამუშაო ადგილები და ყველაფერი ის, თუ რა ხდება ჩვენს სოციალურ ან პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში, იძენს უკანონო ქმედებების სასხეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ასეთ მნიშვნელოვან განზომილებაზე, როგორიც გახლავთ ეკონომიკური ცხოვრება, ამიტომ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი მოქალაქეების, ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებას და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავს, რომ ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდა, განვითარება და რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ და მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მსგავს გამოწვევებს პასუხი გავცეთ.

ამიტომ დღეს მე მინდა ეკონომიკური ზრდის რისკების, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად ფინანსთა მინისტრს დავავალო, ის შემზღუდველი ელემენტი, რომელიც ჩვენ დავაწესთ, უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარის ფარგლებში, განიხილოთ შესაძლებლობა და მომავალი მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოთ, რამდენად შესაძლებელია, ეს ზღვარი შეამციროთ 100 ათას ლარამდე", – განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, პრემიერს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან კიდევ ერთი დავალება აქვს, რაც შემოსავლების სამსახურისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას ეხება.

"გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ამ თვალსაზრისით, ამ გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია ფისკალური დისციპლინა, ამიტომ ფინანსთა მინისტრს მინდა დავავალო განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ყველაფერს, რაც ხდება შემოსავლების სამსახურში. დღეს ჩვენთვის სამართლიანი, ეფექტური და გამჭვირვალე საგადასახადო სისტემა არის პრიორიტეტი, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და საერთოდ სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის, ამიტომ მინდა გითხრათ, რომ შემოსავლების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა", – განაცხადა პრემიერმა.