მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის პროგნოზით, საბიუჯეტო შემოსავლები 3 მლრდ-ით შემცირდება

5e850b531ab1a
BM.GE
02.04.20 01:39
1031

"სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო წლის დასაწყისში დაახლოებით 14 მილიარდი ლარის დონეზე, შემოსავლების ნაწილზე ვამბობ, არავინ არ იცის რა იქნება ხვალ, ჩვენი დღევანდელი პროგნოზის შედეგად დასულია დაახლოებით 11 მილიარდზე. გვესმის ხომ რამხელა სხვაობაზეა საუბარი“, - ამის შესახებ "იმედის" ეთერში პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, მთავრობა ვალდებულია მხარი დაუჭიროს სოციალურ ჯგუფებს და ეს ყველაფერი სერიოზულ რესურსებთან, თანხებთანაა დაკავშირებული, - „ჩვენ სერიოზული ეკონომია გვაქვს უკვე ბიუჯეტში გაკეთებული. მიმდინარე ხარჯების გარდა, რამდენიმე ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტი, და საბიუჯეტო ხარჯები, რომლებიც სამწუხაროდ ამ წლის ბოლომდე აზრს დაკარგავს. ისეთები როგორიც არის მაგალითად “ჩექინ ჯორჯია“, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო ტურიზმის განვითარებაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.