მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის როლიდან გამოვედი და უაღრესად კარგად ვგრძნობ თავს - გახარია

60b4f181cc033
ინგა მურუსიძე
31.05.21 18:22
624
"პრემიერის როლიდან გამოვედი და უაღრესად კარგად ვგრძნობ თავს", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პოლიტიკური გაერთიანებია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ახლა ბევრად თავისუფალი, პერსონალიზირებული ვარ. ასევე უფრო ფოკუსირებული პასუხისმგებლობის გრძნობით და ბევრი სხვა დამატებითი პლიუსია ამ ყველაფერში, თუმცა, რა თქმა უნდა, ის შესაძლებლობები, რომელსაც გაძლევს იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მაშინ, როცა გაქვს სურვილი, რომ ეს შესაძლებლობები გამოიყენო მაქსიმალურად ეფექტიანად, თუმცა ეს ხან გამოგვდიოდა, ხან - არა“, - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, როგორც ყოფილი პრემიერი, ვის მოუხდიდა ბოდიშს, გახარიამ უპასუხა, რომ „საყოველთაო ბოდიშისთვის ახლა მზად არ არის“.

„რაც შეეხება ბოდიშს, ამას აზრი აქვს მაშინ, როცა არის გააზრებული და კონკრეტულ ფასეულობებთან არის დაკავშირებული. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ასე იხდის ბოდიშს. მაშინ ის ბოდიში იყო აბსოლუტურად გააზრებული და აბსოლუტურად ფასეულობებზე დაყრდნობითი, ასე საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს მზად არ ვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა მეტი დროის შემთხვევაში ასეთ მიზეზებს ვიპოვიდი“, - აღნიშნა მან.