მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის საქმიანობის შეფასება გაუარესებულია - NDI

61f262ee9bcec
მარიამ ვარადაშვილი
27.01.22 13:16
1175
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, პრემიერ-მინისტრის საქმიანობას გამოკითხულთა 35% უარყოფითად აფასებს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, პრემიერის საქმიანობის შეფასება გაუარესებულია. კერძოდ, 2020 წლის დეკემბერში პრემიერის საქმიანობას 17% აფასებდა უარყოფითად. აღსანიშნავია, რომ მაშინ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო. ამას გარდა, 2020 წლის დეკემბერში პრემიერის საქმიანობას დადებითად 46% აფასებდა, 2021 წლის დეკემბერში კი ეს მაჩვენებელი 27%-მდე შემცირდა.

კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა; საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ.

NDI: გამოკითხულთა 35% პრემიერის საქმიანობას უარყოფითად აფასებს