მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-14 სხდომა გაიმართა

6014fa598929d
BM.GE
30.01.21 10:18
661
კოვიდ 19-ის პერიოდში არსებული გამოწვევები, პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან რეაგირების პროცესში გადადგმული ნაბიჯები, 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგები და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა იყო მთავარი საკითხები, რაც ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-14 სხდომაზე განიხილეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა.

სხდომა პრემიერ-მინისტრმა გახსნა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მთავრობისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია სამუშაო ადგილების დაცვა, ინვესტორებისა და ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობა.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ კლეიტონმა.

საბჭოს წევრებმა 2020 წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგები და გატარებული რეფორმები შეაჯამეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კოვიდ 19-ის პერიოდში არსებულ გამოწვევებსა და იმ ნაბიჯებზე, რაც პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან რეაგირების პროცესში გადაიდგა. ხაზი გაესვა კრიზისის შედეგად დაზარალებული ბიზნესისა და კონკრეტული სექტორების დახმარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაცია, 2021 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

სხდომაზე საუბარი შეეხო 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმას. ყურადღება გამახვილდა, ეკონომიკის გახსნაზე, შეზღუდვების მოხსნის პროცესის დაწყებასა და პოსტპანდემიური ეკონომიკური გეგმის განხორციელებაზე და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რასაც მთავრობა ამ მიმართულებით 2021 წელს გადადგამს. საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის ვაქცინაციის გეგმა.

დისკუსიის დროს, იმსჯელეს, თუ რა დამატებითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ბიზნესის მხარდასაჭერად კრიზისულ პერიოდში.
ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მაქსიმალურად მოკლე დროში და ეფექტურად დაძლევის ხელშესაწყობად სხდომები უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.