მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა გოგიტა თოდრაძე საქსტატის დირექტორად მეორე ვადით დანიშნა

6278b75bcd081
მარიამ ვარადაშვილი
09.05.22 10:41
900
პრემიერ-მინისტრმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გოგიტა თოდრაძე მეორე ვადით დანიშნა.

თოდრაძე საქსტატის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით შეირჩა, რომლის შემდეგაც შერჩეული კანდიდატურები შესათანხმებლად პარლამენტში გაიგზავნა. საქსტატის საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტმა თოდრაძის კანდიდატურა 80 ხმით დაამტკიცა. მიმდინარე წლის 3 მაისს გამართულ სხდომაზე, საქსტატის საბჭომ ის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია და საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგინა. თოდრაძეს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის (სტატისტიკის), ასევე სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

ამას გარდა, მას საქსტატში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ის 2002 წლიდან მუშაობდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე, 2010-2016 წლებში იყო ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, 2016-2018 წლებში აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო 2018 წლიდან აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ის საქსტატის დირექტორად ოთხი წლის ვადით დანიშნა.

საქსტატის ინფორმაციით, თოდრაძე 2017 წლის ნოემბრიდან გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ბიზნეს სტატისტიკის ექსპერტთა ჯგუფის წევრია, ხოლო 2019 წლის მაისიდან, გაეროს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრი.