მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა სამინისტროებს და ადგილობრივ მთავრობას საერთო დავალება მისცა

5f509784e0e12
ინგა მურუსიძე
03.09.20 11:08
951
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შესაბამის უწყებებს ეპიდემილოგების რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლის გამკაცრება დაავალა.

გახარიამ განცხადება გააკეთა მთავრობის სხდომის დაწყებამდე და თქვა, რომ ყველა უნდა შეეცადოს შენარჩუნებული იყოს ის წარმატება, რომელიც ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში აქვს მიღწეული.

„ჯანდაცვის და შს სამინისტროებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გევალებათ, დღეიდან კიდევ უფრო გაამკაცროთ კონტროლი იმ მოთხოვნების, რომელიც დაწესებულია. პირველ რიგში ეს არის პირბადე დახურულ სივრცეებში და სოციალური დისტანცია. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად უნდა შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რაც ამ დრომდე გავაკეთეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი სამუშაო ადგილებისთვის და საერთოდ, ჩვენი წარმატებისთვის“, - განაცხადა გახარიამ.