მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი წარადგინა

5f2bb1278418b
ინგა მურუსიძე
06.08.20 11:21
1122
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე თეა ახვლედიანი წარადგინა.

როგორც გახარიამ განაცხადა, მას მთავრობის გუნდში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა „ამიერიდან მრგვალ მაგიდასთან იჯდება“.

„ის აქამდე შრომობდა ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოსტზე. მანამდე მას აქვს გამოცდილება დიპლომატიურ რანგში, როგორც ევროპის მიმართულებით, ასევე კონფლიქტების კუთხით. ქვეყნის დეოკუპაია გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან მოლაპარაკებაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და ახალ მინისტრს თანამდებობაზე წარმატება უსურვა.

შეგახსენებთ: ყოფილი მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში, საქართველოს ელჩად დაინიშნა.