მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა შსს-ს მოუწოდა, დაწესებული შეზღუდვები სრული სიმკაცრით გააკონტროლონ

5fc893fd9c36b
ვიქტორია მღებრიშვილი
03.12.20 11:33
830
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავრობის მიერ დადგენილი წესების აღსრულების მკაცრი გაკონტროლება სთხოვა. ამ თხოვნით გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მიმართა.

„ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ერთმანეთისა და ჩვენი მოხუცების დაცვისთვის. ქვეყანაში არავინ და არასდროს არ შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ის მოთხოვნები, რომელსაც დღეს ეპიდემიოლოგები და კანონი გვიყენებს, არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ როგორც გამოხატვის თავსუფლება, ამასთანავე დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის რთული პირბადის ტარება და ეს წესები ეხება ყველას.

მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, ის წესები, რომელიც დადგენილია როგორც მთავრობის, ასევე ეპიდემიოლოგების მხრიდან და რომლებიც არანაირად არ უშლიან ხელს გამოხატვის სტანდარტის დაწესებას, აღსრულებული იყოს მაქსიმალური სიმკაცრით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და ვირუსის სწრაფი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მკაცრი კონტროლი აუცილებლად უნდა განხორციელდეს.