03.აპრილი .2020 12:33

პრემიერმა თურნავას და მაჭავარიანის უწყებებს პოსტკრიზისული პროგრამის შექმნა დაავალა

views 367
უკან

„დღეს უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა და უნდა გვქონდეს აშკარა სხვაობა, რას ვაკეთებთ კრიზისის პერიოდში და რას ვაკეთებთ პოსტკრიზისულ პერიოდში“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებს შესაბამისი დავალებები მისცა.

„ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიიღეთ დავალებად საკრედიტო-საგარანტიო სქემების ამუშავებაზე პოსტკრიზისულ ეტაპზე, კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, რაზეც ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარება. მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საკრედიტო-საგარანტიო სქემები, რომლითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე ჩვენ შევძლებთ, კომპანიებს დავეხმაროთ, რომ სწრაფად განვითარდნენ. ჩვენი გათვლებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარია დაახლოებით 2 მილიარდის კრედიტების საგარანტიო სქემებით დახმარებაზე, ხაზგასმით აღვნიშნავ პოსტკრიზირულ პერიოდში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როგორც ადრე დავიწყეთ ბევრთან შედარებით ეპიდემიასთან ბრძოლა, დღეს უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა და უნდა გვქონდეს აშკარა სხვაობა, რას ვაკეთებთ კრიზისის პერიოდში და რას ვაკეთებთ პოსტკრიზისულ პერიოდში“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ უფროდაუფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე.

"დღეს ჩვენ, ფაქტობრივად, ორ ფრონტზე ვიბრძვით - პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე - ეკონომიკა; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ ამ ორიდან რომელიმეზე დავმარცხდით", - თქვა გახარიამ.

მისივე თქმით, ეკონომიკური პროგრამების ჭრილში ძირითადი აქცენტი ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე კეთდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა