24.აპრილი .2020 14:33

პრემიერმა ხელფასების სუბსიდირების გეგმა წარმოადგინა - ვინ ისარგებლებს დახმარებით?

views 488
უკან

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ის კომპანიები, რომლებიც ხელფასებს დასაქმებულზე, თვიურად, 750 ლარის ფარგლებში გასცემენ, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სუბსიდიას მიიღებენ. ამის შესახებ გახარიამ ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

„ყველა ის ადამიანი და კომპანია, რომელიც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ოდენობის ხელფასის თვალსაზრისით, მიიღებს სრულ სუბსიდირებას საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

გარდა ამისა, იგივე სახის სუბსიდირებას 750 ლარის ანგარიშით, მიიღებს ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც არის შენარჩუნებული და რომელიც არის 150 ლარამდე.

ფაქტობრივად, ამით ვეხმარებით როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე მეწარმეს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი, მოქალაქემ კი - ბიუჯეტი და ხელფასი. ამ ღონისძიების ბიუჯეტი 250 მილიონი ლარია“, - განაცხადა გახარიამ.

მონაცემები პრეზენტაციიდან:

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა