მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმინისტრი - "ველოდებით ეკონომიკის მნიშვნელოვნად შემცირებას"

5e8ef1c03c94a
ინგა მურუსიძე
09.04.20 14:00
1500
საგანგებო მდგომარეობიდან და კარანტინიდან გამოსვლის გეგმა მზად არის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ეკონომიკური გამოწვევები დღეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ჩვენ ველოდებით ეკონომიკის მნიშვნელოვნად შემცირებას და ბიუჯეტში ცვლილებებსაც ვგეგმავთ. მე მინდა ვთქვა, რომ მთავრობა უკვე მუშაობს გეგმაზე, ამ გამკაცრებული ღონისძიებების, კარანტინის და საგანგებო მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმაზე. ეს ვერ მოხდება ერთ დღეში და ერთ კვირაში. ეს უნდა იყოს ზომიერი გეგმა გამოსვლის, რომელმაც უნდა დაიცვას ბალანსი კოვიდ 19-ის გავრცელების შეჩერების და ეკონომიკური პოტენციალის შენარჩუნების“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ამ გეგმის შედგენაში ჩაერთვებიან როგორც მაღალი რეპუტაციის და ნდობის მქონე ანალიტიკოსები, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ფონდები, რომლებიც გვეხმარებიან.

„ეს გეგმა უკვე არსებობს და დეტალებზე ვმუშაობთ. მიდგომა მარტივია. პრიორიტეტი არის ადამიანების ჯანმრთელობა. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე - ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების. არც ერთ ფრონტზე ცალკე აღებულ გამარჯვებას ფასი არ ექნება“, - აღნიშნა პრემიერმა.