02.სექტემბერი .2019 10:28

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ტელეწამყვანებს შეხვდება

views 336
უკან

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ტელეწამყვანებს შეხვდება. შეხვედრა 15:00 საათზე ტექნოპარკშია დაგეგმილი. ინფორმაცია bm.ge-ს პრემიერმინისტრის პრესსამსახურში მიაწოდეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, ბახტაძე სავარაუდოდ, მისი გადადგომის შესახებ გააკეთებს განცხადებას. გუშინ პარტია “ქართული ოცნების” ოფისში ჩატარებული პოლიტსაბჭოს შემდეგ დადასტურდა, რომ განსახილველ საკითხებს შორის იყო სამთავრობო ცვლილებები.თუმცა, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრი საინტერესო რამ სწორედ დღეს გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც განცხადებას საქართველოს პრემიერმინისტრი გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა