მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერს კომენდანტის საათის 2 საათით გადაწევა ვთხოვეთ - ICR Group

602135a979633
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.21 16:50
1365
პრემიერს კომენდანტის საათით 2 საათით გადაწევა ვთხოვეთ - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ საცალო გაყიდვების კომპანია ICR Group-ის დამფუძნებელმა კახა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდულ დროში სამუშაოს შემდეგ თანამშრომლების სახლებში გადაყვანა ინფიცირების რისკების მატარებელია, ამიტომ სექტორი კომენდანტის საათის გადაწევას ითხოვს.

„დავაყენე საკითხი და ვთქვი, რომ ტრანსპორტის 21:00 საათამდე ამოქმედების საკითხი პრობლემატურია, რადგან სავაჭრო ობიექტები 19:00 საათზე იკეტება და რჩება 2 საათიანი პერიოდი ხალხის გადაყვანისთვის. თუ ადრე იყო სავაჭრო ობიექტებში ინფიცირების რისკი, ახლა იქმნება გადაყვანის დროს ინფიცირების რისკი, ამიტომ ვითხოვთ კომენდანტის საათის 2 საათით გადატანას. მოინიშნა, გვითხრა რომ მოკლე პერიოდში დაგვიბრუნდება და გავაგრძელებთ მაგ საკითხებს კონსულტაციებს“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, მთავრობა მომდევნო 2 კვირის განმავლობაში შეზღუდვების დამატებით შემსუბუქებას განიხილავს. მათ შორის საუბარია იმაზეც, რომ კომენდანტის საათი მოიხსნას.