10.თებერვალი.2019 23:00
საზოგადოება

პრემიუმ კლასის ჩაი ,,ანა ბატონიშვილი“ თბილისის ქსელში შედის

პრემიუმ კლასის ჩაი ,,ანა ბატონიშვილი“ თბილისის ქსელში შედის
პრემიუმ კლასის ჩაის ბრენდი ,,ანა ბატონიშვილი“ მალე თბილისის საცალო ქსელში გამოჩნდება.  როგორც შპს „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკის“ დამფუძნებელმა, გიორგი ხუჭუამ Bm.ge-ს განუცხადა, ამჟამად ჩაის ძირითადად ბათუმში ყიდიან, მალე კი დედაქალაქშის საცალო ქსელის ათვისებასაც გეგმავენ. მისი თქმით, 100 გრამი ჩაის საშუალო ფასი 5-6 ლარი იქნება.

კომპანია რამდენიმე დასახელების პროდუქტს აწარმოებს: მწვანე და შავ ჩაის, ასევე ატმისა და ღოღნაშოს ჩაის. მალე კი ორი ახალი პროდუქტის, კერძოდ კომშისა და მოცვის ჩაის დამზადებასაც გეგმავს.

კომპანიის წარმობული პროდუქციის 85% დასაყენებელი ჩაია, რომელიც ,,ანა ბატონიშვილის“ ბრენდით გამოდის, ხოლო 15% ერთჯერადი პაკეტების სახით დამზადებული ჩაი, რომელიც ,,ანასეულის“ ბრენდით იწარმოება. პროდუქციის ძირითადი წილი - 70% ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში (ჩეხეთში) იყიდება, 30% კი ადგილობრივ ბაზარზე.

შპს „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა” ოზურგეთში მდებარეობს. ფაბრიკა 60 ჰექტარ ჩაის პლანტაციას ფლობს, საიდანაც 10 ჰექტარს ორგანული წესით უვლიან. კომპანია წელიწადში 10 ტონამდე ბიო და 70 ტონა ჩვეულებრივ ჩაის აწარმოებს. ფაბრიკა საკუთარი პლანტაციებიდან მოწეული ნედლეულის გარდა, მოსახლეობისგან ჩაბარებულ ჩაის ფოთოლსაც ამუშავებს.
ავტორი: მაია ბიწაძე

23.აპრილი.2019 22:00
221

„ზოგიერთ უწყებებში, სსიპ-ებში შეიძლება იყოს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე - საჭიროა“

ვრცლად
23.აპრილი.2019 21:00
281

როგორ მკურნალობენ სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობას

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:40
145

"რეგიონს სჭირდება განვითარება, ამისთვის მნიშვნელოვანია ენერგორესურსების განვითარება"

ვრცლად
23.აპრილი.2019 17:38
346

კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ გზაზე საპიკნიკე ადგილები მოეწყობა

ვრცლად
23.აპრილი.2019 13:36
91

3 თვეში მორიგებით 2 400 საქმე დასრულდა

ვრცლად
23.აპრილი.2019 12:59
65

PSP და ეროვნული ბიბლიოთეკა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდა

ვრცლად