მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრესტურის წარმომადგენლები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ

62109bf5a214f
ინგა მურუსიძე
19.02.22 11:24
808
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენლებს იმერეთში მასპინძლობს. ახალი საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო პირველი ლოკაცია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი გამოცემების ჟურნალისტებმა მოინახულეს ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან და ისრაელიდან.

ქუთაისი, როგორც მზარდი საგანმანათლებლო პროექტების ქალაქი, საქართველოს შესახებ მომზადებულ სტატიებში სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად მოხვდება ისეთი გამოცემების ფურცლებზე როგორებიცაა “The New York Times”, BBC”-ის, “Forbes“, Independent”, Magazine, “Marie Claire”, “Sunday Times” და ”Sueddeutsche zeitung”.

იმერეთში ტურის ფარგლებდი მაღალრეიტინგული გამოცემის ჟურნალისტები მოინახულებენ ქუთაისსა და წყალტუბოს. ეწვევიან დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით.

(ns)