მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი: ექიმების და ჯანდაცვის პერსონალის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გვეკადრება

5ea01272e55c8
ინგა მურუსიძე
22.04.20 14:20
773
ექიმების და ჯანდაცვის პერსონალის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გვეკადრება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, საგანგებო სესიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საგანგებო მდგომარეობის საშუალებით ქვეყანამ პირველ ეტაპზე ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან შეძლო.

"ეს, ერთი მხრივ, მთავრობის დროული და ეფექტიანი ნაბიჯების, ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობისა და მეორე მხრივ, ჩვენი ექიმების დაუღალავი ძალისხმევის პირდაპირი შედეგია. ამიტომ მე მგონი, არ შეიძლება, რომ ამ დროს, ექიმებისა და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები. ეს ჩვენ არ გვეკადრება. ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღემდე ვინარჩუნებთ სხვებთან შედარებით დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას. ამის კიდევ ერთი მაგალითია გუშინდელი ჩემი საუბარი გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ბატონ გუტიერეშთან. მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს; კერძოდ, ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ წინსწრებით მიღებულმა ზომებმა განაპირობა პირველ ეტაპზე მიღწეული წარმატებები. ამით ყველა უნდა ვამაყობდეთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.