04.მარტი .2020 16:00

პრეზიდენტი "კულტურის ბიუჯეტის" გაზრდას ითხოვს

views 498
უკან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კულტურის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს.

ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ახლა ყველა არჩევნებზეა გადართული, თუმცა კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია.

„არჩევნებამდე ბიუჯეტიც იქნება განხილული და მინდა, თქვენ ყველას გითხრათ, რომ არ შეიძლება, ამ ქვეყანაში კულტურის ბიუჯეტი იყოს ის, რაც არის. კულტურა არის ჩვენი პოტენციალის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი, ამიტომ ჩვენს კულტურას და კულტურაში მყოფ ყველა პირს უნდა მივცეთ საშუალება, რომ მხრები გაშალონ და მიაღწიონ იმას, რაც ნამდვილად დევს ამ ქვეყანაში, ეს იქნება კინო, მუსიკა, არქეოლოგია, საქართველოს პოპულარიზაცია შიგნით და გარეთ, ხოლო რეგიონებისთვის ეს იქნება განვითარების გზა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა