04.თებერვალი.2016 21:56
საზოგადოება

პრეზიდენტი "მაესტროს" მოვლენებზე: უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს თავისუფალი მედია

პრეზიდენტი "მაესტროს" მოვლენებზე: უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს თავისუფალი მედია
"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს თავისუფალი მედია“, - აღნიშნულის შესახებ, პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ შესახებ თემის კომენტრირებისას განაცხადა.
 
"მე ვუბრუნდები იმ ძირითად გზავნილებს, რომელიც არაერთხელ მითქვამს საზოგადოებისთვის. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს თავისუფალი მედია, მრავალფეროვანი მედია. მედია, რომელიც ახლა მე როგორც პოლიტიკოსს მაძლევს საშუალებას ვიმუშავო და ვიურთიერთობო საზოგადოებასთან. მედიის უაღრესად მნიშვნელოვანი და მთავარი ფიგურანტები ჟურნალისტები არიან და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი პროცესი, რომელიც წარიმართება ქართულ ტელესივრცეში იქნება ამ ღირებულებების დაცვით, ამ მიმართულებით. იმედი მაქვს, რომ მაესტროშიც ჟურნალისტებს ყოველთვის ექნებათ შესაძლებლობა ეფეტურად იმუშავონ და შეასრულონ საკუთარი საქმე“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტელეკომპანია "მაესტროს“ ეთერში.

26.მაისი.2019 15:00
296

აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ვრცლად
26.მაისი.2019 14:38
87

კახა კალაძე: ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ გადავლახოთ ის გამოწვევები, რაც ყველას გვაწუხებს

ვრცლად
26.მაისი.2019 13:08
98

პრემიერი: ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპული ტიპის სახელმწიფო

ვრცლად
26.მაისი.2019 12:57
80

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, საქართველო მალე გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი

ვრცლად
26.მაისი.2019 12:30
308

Feedc - ქართველების შექმნილი ახალი სოციალური ქსელი

ვრცლად
26.მაისი.2019 10:00
99

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

ვრცლად