მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი: საზოგადოება ერთგვარ დეპრესიაშია

5e5f82919bcea
ინგა მურუსიძე
04.03.20 14:29
1002
აგრესიამ, სიძულვილმა და შეურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, ერთობის ნაცვლად, ჭარბობს აგრესია, სიძულვილი, შური, შეურაცხყოფა - ყველაფერი, რაც საზოგადოებას ნაწილებად შლის, ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის გამოსავლის პოვნასა და წინსვლაში.

„გლობალური და საკუთარი გამოწვევების ფონზე ისმის კითხვა: სად ვართ ჩვენ? იმის მაგივრად, რომ ერთად, ყველა ჩვენი ძალით და რესურსით ვფიქრობდეთ ქვეყნის მომავალსა და ამოცანების დაძლევაზე, გაბედულად ვეძებდეთ გამოსავალს, ახალ ინიციატივას თუ იდეას, გაჩერებული ვართ და წრეზე ვტრიალებთ. აგრესიამ, სიძულვილმა, შეურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა. მივიღეთ: აგრესია - შემწყნარებლობის ნაცვლად; სიძულვილი - სიყვარულის ნაცვლად; შეურაცხყოფა - ზრდილობის ნაცვლად; ეგოიზმი და კარჩაკეტილობა - სოლიდარობის ნაცვლად; შიში - ტრადიციული სიმამაცის ნაცვლად. ღირებულებები, რომლებიც ქართული კულტურის წიაღიდან, ქრისტიანობიდან, რუსთაველიდანაა ამოზრდილი, დღეს მთლიანად, ან თითქმის მთლიანად უარყოფილია. საზოგადოება ერთგვარ დეპრესიაშია. ჩვენ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, „ჩაძირული ვართ საკუთარ თავში, პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში. სიძულვილს, შეურაცხყოფასა და აგრესიას მიაქვს ჩვენი ენერგია“.