11.მარტი.2016 16:50
კრიპტოვალუტები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: "ოდეერის ინსტიტუტი" საქართველოს უნივერსიტეტებში მიუღებელია"

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: "ოდეერის ინსტიტუტი" საქართველოს უნივერსიტეტებში მიუღებელია"
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები კახაბერ კოჟორიძე და სოფიო შამანიდი, დღეს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ. პრეზიდენტის წარმომადგენლები უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ადგილზე პირადად გაეცნენ და სტუდენტების პრობლემები მოისმინეს.
 
შეხვედრა ასევე გაიმართა პრეზიდენტის მრჩევლებსა და უნივერსიტეტის რექტორ ლადო პაპავას შორის. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კოჟორიძემ განაცხადა, პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალსახა პოზიციაა, რომ თუკი სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ე.წ. "ოდეერის ინსტიტუტი", იგი აუცილებლად უნდა გაუქმდეს:

"როდესაც გიორგი მარგველაშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი, მან მაშინვე გააუქმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "ოდეერის ინსტიტუტი". თუ ადმინისტრაციაში არ უნდა იყოს მსგავსი ინსტიტუტი, უნივერსიტეტში ასეთი რამ არის სრულიად წარმოუდგენელი. სიტყვა თავისუფლება – სრული დატვირთვით სწორედ უნივერსიტეტში უნდა რეალიზდეს. ეს არის პრეზიდენტის ცალსახა პოზიცია", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

"მოვისმინეთ მათი პოზიციები. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ უნივერსიტეტში მთავარი არის სტუდენტები, ყველაფერი უნდა ხდებოდეს იმისათვის, რომ მათი უფლებები იყოს დაცული. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თუკი შეიძლება აქ მხარეებზე საუბარი, რომ საკითხი, რასაკვირველია, უნდა მოგვარდეს მოლაპარაკების გზით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩიხი არასოდეს არსებობს და აუცილებლად მოიძებნება კომპრომისული გზა ამ პრობლემის მოგვარებისათვის", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი არ ჩაერევიან უნივერსიტეტის შიდა საქმეებში და კონკრეტულად ვინ უნდა იყოს კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი, თავად უნივერსიტეტმა უნდა გადაწყვიტოს.

15.აპრილი.2019 12:10
282

ირაკლი ლექვინაძე: აგარის შაქრის ქარხანა კონსერვაციის რეჟიმშია

ვრცლად
03.აპრილი.2019 13:28
653

Bitcoin-ის ფასი $5000-მდე გაიზარდა

ვრცლად
29.იანვარი.2019 12:33
3031

საქართველო საბაჟო დოკუმენტების ბლოკჩეინში გადატანას გეგმავს

ვრცლად
15.იანვარი.2019 19:01
2663

ეფრემ ურუმაშვილი: "კრიპტოვალუტები უნდა დარეგულირდეს, მათი რეგულაცია დაგვიანებულიცაა"

ვრცლად
15.იანვარი.2019 17:20
1292

Bitcoin 10 წლისაა - რა ვიცით მისი რეგულაციის შესახებ?

ვრცლად
30.დეკემბერი.2018 12:00
779

როდის განთავსდება Bitfury საფონდო ბირჟაზე - კომპანიის პასუხი

ვრცლად