მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე 6 კანდიდატია წარდგენილი

56a8d4be2f83d
BM.GE
27.01.16 18:30
2183
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე ექსპერტების მხრიდან, 6 კანდიდატია წარდგენილი. სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან: გიორგი ფაილოძე, არჩილ იაკობაშვილი, გიორგი ბაქარაძე, თემო ჭეიშვილი, მაია მელიქიძე და კობა გვენეტაძე. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, მომდევნო კვირაში კანდიდატები პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნება.
 
"ექსპერტები კანდიდატებს წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით განიხილავენ. ეს კრიტერიუმებია, პროფესიული განათლება, კვალიფიკაცია და პოლიტიკური მიუკერძევებლობა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქადაგიძეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვადა თებერვლის ბოლოს გასდის.