07.მარტი .2020 16:36

პრეზიდენტის რეზიდენციაში მოქალაქეების მიღება და ღონისძიებების ჩატარება შეწყდა

views 293
უკან

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 მარტიდან 16 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დროებით ზღუდავს მოქალაქეების მიღებას. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„აღნიშნულ პერიოდში ორბელიანების სასახლეში არ ჩატარდება პრეზიდენტის ოფიციალური ღონისძიებები ასევე, გადაიდო სასახლის დამთვალიერებელთა ექსკურსიები. თუმცა სხვადასხვა საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ ცხელი ხაზზე: +99532 2288888 ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: info@president.gov.ge.

აღნიშნული შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი და ადმინისტრაცია განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ipn.ge

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა