მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის ტყუილში დადანაშაულება, საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას იწვევს - ადმინისტრაცია

62433d50cb8e5
ალა ისპირიანი
29.03.22 21:06
800

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ელჩების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაში წერია, მთავრობის მხრიდან, პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას იწვევს

„საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენ ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ იმეორებს: 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება“, - ნათქვამია განცხადებაში.