13.ივლისი .2022 13:50

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა
views 384
უკან

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. კერძოდ, ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა განკარგულება ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.

კონკურსი ცხადდება 2022 წლის აგვისტოში ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული პოზიციებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2022 წლის 26 ივლისის ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: info@president.gov.ge.  

ვრცლად ნახეთ აქ

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა