მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

5e12ec0d5bace
ინგა მურუსიძე
06.01.20 12:14
1834
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის გახმაურებულ საქმეს. აქაც მთავარი პრინციპით ვიხელმძღვანელე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არ მომხდარიყო დაპირისპირება საზოგადოებაში. მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას. პატრიარქის ავტორიტეტის და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას. ეს ჩემი მყარი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის: პრეზიდენტმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა.