მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პრეზიდენტმა ევროპასთან მოლაპარაკება უნდა გააგრძელოს... მან უკრაინის ელჩიც უნდა დააბრუნოს"

6223d5409ef82
მარიამ იზორია
06.03.22 01:23
1047
1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. 

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი სანდრო ჭუმბურიძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროპასთან მოლაპარაკებების პროცესი უნდა გააგრძელოს, რადგან მთელ სახელისუფლებო სპექტრში ის ერთადერთია, ვისაც ევროპელებთან მოლაპარაკებების მორალური უფლება აქვს.

ჭუმბურიძე #BMGDRIVE-ში იმასაც აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილმა უკრაინის ელჩის საქართველოში დაბრუნებაზეც უნდა იმუშაოს.

„რა შეგვიძლია გავაკეთოთ ევროკავშირის საკითხზე? - განაცხადი რა თქმა უნდა კარგია და ამას ყველა მივესალმებით, მაგრამ აქ დიდი მნიშვნელობა აქვს შემდგომ პროცესებს. საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ბრიუსელში, საფრანგეთში შემდგომი მოლაპარაკების გაგრძელების ძალიან კარგი საწყისია. მთელ სახელისუფლებო სპექტრში მხოლოდ ზურაბიშვილს აქვს ევროპელებთან მოლაპარაკებების მორალური უფლება, ამიტომ ეს პროცესი ბოლომდე მანვე უნდა მიიყვანოს. გარდა პრეზიდენტის კონსულტაციების გაგრძელებისა, მნიშვნელოვნია, 60-ზე მეტ ქვეყანაში მყოფი ქართველი ელჩების რესურსიც სრულიად გამოვიყენოთ.

ამასთან, ვფიქრობ სალომე ზურაბიშვილმა უკრაიანის ელჩის საქართველოში დაბრუნებაზეც უნდა იმუშაოს, ეს ძალიან კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“ - აცხადებს ჭუმბურიძე.