15.მაისი .2020 20:13

პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა

views 834
უკან

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ განაცხადა.

„სანამ მათი შეწყალება ძალაში შევა, მინდა მივმართო საზოგადოებას, რომლისთვისაც დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება იოლად გასაგები არ იქნება და შესაძლოა, ვერც მაპატიოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, შეწყალება დამნაშავის გამართლებას არ ნიშნავს.

"არ ვიწყალებ უდანაშაულო ადამიანებს, შეწყალება არ ნიშნავს არცერთ შემთხვევაში სასამართლო განაჩენის გადასინჯვას ან გადაფასებას. დამნაშავე დამნაშავედ რჩება, სასჯელისგან თავისუფლდება და არა 
დანაშაულისგან. არავითარ შემთხვევაში შეწყალება დამნაშავის გამართლებას არ ნიშნავს", – დასძინა მან.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის არ იწყალებს სხვისი თხოვნით, მუქარით თუ შიშით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა