მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრის კანდიდატად ეკატერინე მიქაბაძე წარადგინა

60cefa95dfb83
BM.GE
20.06.21 12:16
1151
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტური წევრის თანამდებობაზე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის კანდიდატურა წარუდგინა. შესაბამისი წარდგინება 21 ივნისის ბიუროს სხდომაზე შევა.

შეგახსენებთ, რომ სებ-ის საბჭოში უკვე ორ წელზე მეტია, რაც ორი ვაკანტური ადგილია. კანონის თანახმად საბჭო 9 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, თუმცა ამჟამად მასში მხოლოდ 5 წევრია, მათგან 3-ს კი ამავდროულად აღმასრულებელი პოსტი უკავია.

ეკატერინე მიქაბაძე 2018 წლის იანვრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეა, 2019 წლის სექტემბრიდან კი პირველი მოადგილის პოსტს იკავებს. ეკატერინე მიქაბაძე 2009-2016 წლებში ეროვნულ ბანკში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. მისი სამუშაო გამოცდილება ასეთია:

2019 წლსი 8 სექტემბრიდან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
2018 წლის იანვრიდან - 2019 წლის 7 სექტემბრამდე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
2016 წლის ივლისიდან - 2018 წლის იანვრამდე - ფინანსთა სამინისტრო, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
2011 წლიდან დღემდე - საქართველოს უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლა, ლექტორი
2013 წლიდან - 2016 წლის ივლისამდე - საქართველოს ეროვნული ბანკი, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი, მონეტარული პოლიტიკის განყოფილება, მე-3 თანრიგის მთავარი სპეციალისტი
2011 – 2013 წლებში - საქართველოს ეროვნული ბანკი, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი, მონეტარული პოლიტიკის განყოფილება, მე-5 თანრიგის მთავარი სპეციალისტი
2009 – 2011 წლებში - საქართველოს ეროვნული ბანკი, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი, საგადასახდელო ბალანსის განყოფილება, მთავარი სპეციალისტი
2006 – 2007 წლებში - სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საწარმოთა სტატისტიკის სამმართველო, უფროსის მოადგილე
2005 – 2006 წლებში - სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საწარმოთა სტატისტიკის სამმართველო, მთავარი ეკონომისტი
2004 – 2005 წლებში - სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, სტატისტიკური სტანდარტებისა და ინფრასტრუქტურის სამმართველო, მთავარი სპეციალისტი
2001 – 2004 წლებში - სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, სტატისტიკური სტანდარტებისა და რეგისტრის სამმართველო, უფროსი ეკონომისტი
1996 – 2001 წლებში - სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საინფორმაციო-საგამომცემლო ცენტრი, უფროსი ინჟინერი
1995 – 1996 წლებში - სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საინფორმაციო-საგამომცემლო ცენტრი, ეკონომისტი

განათლება

2006 – 2008 წლებში - ეკონომიკის მეცნიერებათა მაგისტრი, ტოკიოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (იაპონია)
1991 – 1995 წლებში - ინფორმატიკა და მართვის სისტემები, ბაკალავრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

დღეისთვის სებ-ის საბჭო 5 წევრისგან არის დაკომპლექტებული. მათ შორის სამი წევრი აღმასრულებელი უფლებამოსილების მატარებელია.

საბჭოს წევრები არიან:

კობა გვენეტაძე - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტი;
არჩილ მესტვირიშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი;
პაპუნა ლეჟავა - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი;
რობერტ სინგლეტარი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი;
ნიკოლოზ ყაველაშვილი - საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.

სებ-ის საბჭო 9 წევრამდე 2020 წლის საკანონმდებლო ცვლილებით გაიზარდა.