მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი ალიევი: აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის სანდო მიმწოდებელი ხდება

63386c7ea5080
ვიქტორია მღებრიშვილი
01.10.22 20:30
830

„აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის სანდო მიმწოდებელი ხდება“ - ეს განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, სოფიაში, საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) ინაუგურაციის ცერემონიაზე გამოსვლისას გააკეთა. ინფორმაციას აზერბაჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე ქვეყანა ევროპისთვის ელექტროენერგიის სანდო მიმწოდებელიც გახდება.

„წლების განმავლობაში აზერბაიჯანი საერთაშორისო ბაზრისთვის, პირველ რიგში კი ევროპისთვის, ნავთობის სანდო მიმწოდებელი იყო. დღეს, აზერბაიჯანი გაზის სანდო მიმწოდებელი ხდება. ევროკომიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც განახლებად ენერგიებს ეხებოდა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის ენერგეტიკის სფეროში, მიმდინარე წლის ივლისში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსაც ეხება. ამგვარად, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში აზერბაიჯანი ევროპისთვის ელექტროენერგიის სანდო მიმწოდებელიც გახდება. მხოლოდ კასპიის ზღვაში ჩვენი ქარის ენერგიის დადასტურებული რესურსი 157 გიგავატს შეადგენს. ამ დროისთვის ევროპელ პარტნიორებთან ამ ენერგიის ევროპის კონტინენტზე მიწოდების საკითხებს განვიხილავთ.

გასულ წელს აზერბაიჯანული გაზის ექსპორტმა, დაახლოებით, 19 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა. საიდანაც 8.2 მლრდ კუბამეტრის ტრანსპორტირება ევროპაში მოხდა. ეს ნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით გაზის ექსპორტი 40%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს ჩვენ ექსპორტი 22 მლრდ კუბურ მეტრამდე გავზარდეთ, საიდანაც 11.5 მლრდ კუბური მეტრი ევროპელ მომხმარებელს მიეწოდება. როგორც გითხარით, მიმდინარე წლის ივლისში აზერბაიჯანში ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ევროკომისიასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გავაფორმეთ, რომლის ფარგლებშიც 2027 წლისთვის ბუნებრივი გაზის ექსპორტის მინიმუმ გაორმაგებას ვგეგმავთ. ამასთან ჩვენ ამის სრული პოტენციალი გვაქვს“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.