მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკატერინე ტიკარაძეც ირწმუნება, რომ ივლისში მასობრივი იმუნიზაცია დაიწყება

60c9d3ff97d72
ინგა მურუსიძე
16.06.21 14:40
1181
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ირწმუნება, რომ ივლისში საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია დაიწყება.

ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსისგან განკურნების შემდეგ მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა. 

"ქვეყანაში არის აბსოლუტური მზაობა და როგორც დაანონსებულია, ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია. ამისთვის ყველანაირი რესურსი მობილიზებულია - როგორც ამცრელი ბრიგადები, ასევე, ვაქცინების საჭირო მოცულობა. ასევე,  გადამზადდა პერსონალი... ეს პროცესი შეუფერხებლად განხორციელდება", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მედია დაინტერესდა, თუ როდის შემოვა ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინის დაპირებული მილიონი დოზა, რაზეც ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული ვადის თქმა არ შეუძლია. 

ცნობისთვის: ივლისის დასაწყისში მასობრივი იმუნიზაციის დაწყებას NCDC-ის ხელმძღვანელი პირებიც აანონსებენ.