მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო სამსახურში შრომის და დასვენების, ასევე მორიგეობის რეგულირება იცვლება

5f3e788563877
ინგა მურუსიძე
20.08.20 21:20
2237
საჯარო სამსახურში შრომის და დასვენების, ასევე მორიგეობის რეგულირება იცვლება, - საკანონმდებლო მაცნეში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი დადგენილება გამოქვეყნდა, რომელშიც განსაზღვრულია მოხელის უფლებები, რომელიც უფლებამოსილებებს ახორციელებს 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში.

კერძოდ, დადგენილები თანახმად:

1. საჯარო სამსახურში, რომელიც უფლებამოსილებებს ახორციელებს 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში, ცვლაში მუშაობა და ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით. საჯარო დაწესებულების ცვლიანობის განრიგს შეიმუშავებს ადამიანური რესურსების მართვის ერთეული და დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან სხვა უფლებამოსილ პირს.

2. სამუშაო დღეებს, ცვლების შემთხვევაში − ცვლებს შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.
მოხელე, რომელიც სამსახურში მიღებულია კონკრეტულ ცვლაში სამუშაოდ, სხვა ცვლაში შეიძლება, გადაყვანილ იქნეს მისი წერილობითი თანხმობით.

3. ცვლიანობის განრიგის ცვლილების შესახებ მოხელეს უნდა ეცნობოს 10 დღით ადრე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს.

4. ცვლიანობის განრიგის შესაბამისად შესრულებული სამუშოსათვის დგინდება თანამდებობრივი სარგო და მისი გამოანგარიშების მიმართ მოქმედებს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის ზოგადი წესი.

5. მოხელის სახელფასო დანამატის საერთო ოდენობა, საკლასო დანამატის გაცემის წესი, ფულადი ჯილდოს ზედა ზღვარი განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.

6. ცვლაში მომუშავე მოხელეს უნარჩუნდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, გარანტიები და მოვალეობები.