მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

645 მძიმე პაციენტიდან 393 მართვით სუნთქვაზეა

5fa8ec6e88d09
ინგა მურუსიძე
09.11.20 11:16
711
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 113, ხოლო მათგან 4 780 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, მძიმე პაციენტი არის 645, მათ შორის, თბილისში - 320, აჭარაში - 111, ხოლო აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 393 პირი, მათ შორის, თბილისში - 236, აჭარაში - 111.

გარდა ამისა, 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 480 - აჭარაში, ხოლო 950 - თბილისში, 7 454 პირი მკურნალობს ბინაზე.

„საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 982 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 645, აჭარაში - 1 316. სულ 6 ოქტომბრიდან - 8 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 13 448 პირი“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

9 ნოემბრის სრული სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 60680
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 45042
მათ შორის გარდაცვლილი - 499
კარანტინის რეჟიმში - 2982
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4780
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2879
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.