მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენმა თვითდასაქმებულმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია - უახლესი სტატისტიკა

5f856225dc44a
ინგა მურუსიძე
13.10.20 12:15
1973
საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, არაფორმალურ სექტორში დასაქმებულების ან თვითდასაქმებულების დახმარებისთვის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 75 მლნ ლარი გამოიყო - თვითდასაქმებულს ერთჯერადი 300 ლარი უნდა მიეღო.

აღსანიშნავია, რომ კომპენსაციის მიცემის კრიტერიუმებზე ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მხრიდან ყველაზე მეტი კრიტიკა ისმოდა, რადგან საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე, მოქალაქეების დიდ ნაწილს უჭირდა იმის დასაბუთება, რომ იყო თვითდასაქმებული და პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგა.

ამასთან, ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობამ კომპენსაციის მისაღებად გამოცხადებული რეგისტრაციის ვადა რამდენჯერმე გადაავადა. მიმდინარე წლის აგვისტოში კი, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ 300-ლარიან დახმარებას მიღებდა ყველა თვითდასაქმებული, მიუხედავად იმისა, რამდენად სრულად ჰქონდათ შევსებული საჭირო დოკუმენტაცია.
Bm.ge დაინტერესდა, სულ რამდენმა მოქალაქემ მიიღო სახელმწიფოსგან ერთჯერადად 300 ლარი და რამდენად მოხდა განსაზღვრული 75 მილიონიანი ბიუჯეტის ათვისება.

დასაქმების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 300-ლარიანი კომპენსაცია 248 823 პირს დაერიცხა, ჯამში - 74 646 800 ლარი.

სააგენტოს ცნობით კი, სულ სისტემაში 251 167 პირია დარეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოქალაქეები 300-ლარიანი დახმარების მისაღებად საჭირო ყველა დახარვეზებულ დოკუმენტს გაასწორებენ, კომპენსაცია დანარჩენებსაც დაერიცხება.

რამდენმა მოქალაქემ მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია? - ყოველთვიური სტატისტიკა

მაისი - 29 981 პირს გადაერიცხა 8 994 300 ლარი;
ივნისი - 74 558 პირს გადაირიცხა - 22 367 400 ლარი;
ივლისი - 58 831 პირს გადაერიცხა - 17 649 200 ლარი;
აგვისტო - 84 915 პირს გადაერიცხა - 25 474 500 ლარი;
ოქტომბერი - 538 პირს გადაერიცხა - 161 400 ლარი.

პანდემიის გამო უხელფასოდ 161,905 მოქალაქე დარჩა - 200-ლარიანი კომპენსაციის სტატისტიკა