მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჰილტონ ბათუმი”: 2021 წლის აპრილიდან მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორებულია

60fbfb5509b3e
ლიკა გურაბანიძე
24.07.21 21:27
1297

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში საზღვაო კურორტებს წამყვანი ადგილი უჭირავთ, რომლებიც მასობრივი ტურიზმის ცენტრს წარმოადგენს და განსაკუთრებული მიმზიდველობით რეგიონის ქვეყნების დამსვენებლებისგან სარგებლობს. საზღვაო კურორტების პოზიტიურ დინამიკაზე მსხვილი სასტუმროების 2019 წლის შემოსავლებიც მოწმობს: Hilton Batumi - 50 მლნ ლარი, Paragraph Hotel Shekvetili - 27 მლნ ლარი, Sheraton Batumi - 24 მლნ ლარი, “ინტურისტი ბათუმი" და სასტუმრო "ეიფორია" - 27-27 მლნ ლარი.

როგორც გავარკვიეთ, პანდემიური მეორე წლის მიუხედავად, ზღვისპირა სასტუმროების გაყიდვებში 2021 წელს პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება.

"ჰილტონ ბათუმში" განმარტავენ, რომ მხოლოდ ადგილობრივ ტურიზმზე გადასვლამ 2020 წელს შემოსავლებში 20%-იანი ვარდნა გამოიწვია, თუმცა 2021 წლის აპრილიდან მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორებულია, საჰაერო და სახმელეთო საზღვრების გახსნა სასტუმროს უძრაობიდან გამოსვლაში დაეხმარა. გაძლიერებული მარკეტინგული კამპანიების შედეგად, კომპანიაში მდგომარეობა შედარებით დაბალანსებულია, რაც თავისთავად პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს.

“2021 წლის პირველი ექვსი თვე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ, მხოლოდ 20%-იანი ვარდნა გვაქვს, რაც ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ისრაელიდან, სპარსეთის ყურიდან, მეზობელი ქვეყნებიდან უკრაინა, ყაზახეთი და ა.შ.”, - აღნიშნა “ჰილტონ ბათუმის” კომერციულმა დირექტორმა ლევან ასამბაძემ.