მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ იყო “ლოქდაუნი“ სწორი გაზაფხულზე და რატომ არაა - დღეს? - პრემიერის განმარტება

5f8d5d01ad70a
ვიქტორია მღებრიშვილი
19.10.20 13:31
2349
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა აღარ აპირებს მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ამას ვეღარ გაუძლებს. "მთავრობა ვირუსთან ბრძოლის სტრატეგიას ცვლის და წერტილოვან შეზღუდვებს დააწესებს", - ამის შესახებ გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ პირველი ტალღის დროს მთავრობამ სწორად შეაფასა ქვეყნის რესურსები და მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად მკაცრ შეზღუდვებს მიმართა.

„არ დაგვავიწყდეთ, რომ ჩვენ მაშინ ელემენტარული პირბადე არ გვქონდა ქვეყანაში, მაშინ ვაკეთებდით დღეში 200 ტესტს და არანაირი ცოდნა, მსოფლიოსთან ერთად, ამ ვირუსზე არ გვქონდა; ვრცელდებოდა ინფორმაცია და ჩვენ ყველას იმედი გვქონდა, რომ რამდენიმე თვეში გაჩნდებოდა ვაქცინა, მაგრამ სამწუხაროდ, ვაქცინა არ გაჩნდა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ვართ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში. მაშინ ეს მკაცრი შეზღუდვები და "ლოქდაუნი" იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რადგან ამით ვიცავდით ჩენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გაურკვევლობის მაღალი ხარისხის და ელემენტარული პირბადის არქონის გამო“, - განმარტა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, დღეს ამის საჭიროება აღარ არის და ვირუსის სამართავად წერტილოვანი შეზღუდვებიც საკმარისი იქნება.

„დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადეა, რომელიც 90%-ით ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, ჩვენ მსგავს "ლოქდაუნს" აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყანის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს. იმის გათალისწინებით, რომ ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და შესაბამისად, ამ გრძელვადიანობიდან გამომდინარე ჩვენი სტრატეგია იცვლება და ეს გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ყველაზე მართებული გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვებით და ბალანსის სწორი დაჭერით, რაშიც იგულისმება წერტილოვანი შეზღუდვები და იმ ელემენტარული წესების შესრულება, რასაც ეპიდემიოლოგები გვიწესებენ“, - განაცხადა პრემიერმა.