მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრინციპები ამ ეპიდემიასთან ბრძოლის არის სამხედრო პრინციპები - "კურაციოს" გენდირექტორი

5e7f13bed44fd
თამთა ჯიჯავაძე
28.03.20 13:35
1383
პრინციპები ამ ეპიდემიასთან ბრძოლის არის სამხედრო პრინციპები. სამოქალაქო პრინციპები მართვის კუთხით გადადის გვერდზე, - ამის შესახებ საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გოცაძემ გადაცემა “ანალიტიკაში“ განაცხადა.

„თქვენ გინახავთ რომელიმე ქვეყანა, სადაც სამხედრო ჯარები არ იყო მობილიზებული? იტალიაში ვინ შლის კარვებს, საველე ჰოსპიტალებს? სამხედრო ნაწილები. ამის მზაობა არცერთ სამოქალაქო საავადმყოფოს არ აქვს, რომ უცებ 100-საწოლიანი საავადმყოფო გადააკეთოს 250 საწოლიანად. ამის მზაობა აქვს სამხედრო ძალებს, რომლებიც ამისთვის არის გაწვრთნილი, ამისთვის აქვთ საწყობებში რესურსები მომარაგებელი და ამას იყენებს, ეს ნორმალური ამბავია. პრინციპები ამ ეპიდემიასთან ბრძოლის არის სამხედრო პრინციპები. სამოქალაქო პრინციპები მართვის კუთხით გადადის გვერდზე“, - განაცხადა გოცაძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა დასავლეთის ქვეყნების მიერ ეპიდემიაზე რეაგირების საკითხზეც და განმარტა, რომ ამ შემთხვევაში ინდუსტრიული სექტორი უდროო დროს ჩაერია გადაწყვეტილებების მიღებაში.

„რატომ დააგვიანდა დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებს ეპიდემიაზე პასუხი? იმიტომ, რომ ძალიან ბევრ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ძალიან უდროო დროს ჩაერია ინდუსტრიული სექტორი, რომელმაც თქვა, რომ არ დაკეტო, არ გამოაცხადო, არ ჩაკეტო მოძრაობა, სოციალური დისტანცირება არ მოითხოვო, იმიტომ, რომ ქარხნები გაჩერდება. ინდუსტრიულმა ლობიმ თავისი წვლილი შეიტანა გადაწყვეტილების მიღებაში. ვიღაცები გამოვიდნენ, ჩვენი გადაადგილების უფლების შეზღუდვააო, სოციალურ დისტანცირებას თუ მოგვთხოვთო და აგვიკრძალავთ გადაადგილებასო, და ამ ყველაფერმა მიიყვანა [ვითარება] იმ კრიტიკულ წერტილამდე“-აცხადებს გოცაძე.