05.აპრილი .2020 13:52

„პრინციპში, საჩხერის კლინიკა იზოლაციაშია“ - მიზეზი ინფექციონისტის დაინფიცირებაა

views 730
უკან

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტია მოთავსებული, მათგან ერთ-ერთი კლინიკის ინფექციონისტია. ის საჩხერის მერის მეუღლეა. 

Covid-19-ით მედიკოსის ინფიცირების ფაქტი კლინიკის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ დაადასტურა.

„ჩვეენი თანამშრომლის პასუხი ვირუსით ინფიცირებაზე არის სუსტად დადებითი, ამიტომ საჭიროა გადამოწმება. დღეს უკვე ავუღეთ განმეორებითი ანალიზი მას და ასევე, მასთან კონტაქტში პირებს და საღამოს გვექნება პასუხები და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ... მინდა გითხრათ, რომ სამედიცინო პერსონალი პაციენტებთან ეკიპირებულები შედიან; მარაგიც გვაქვს; ჯერჯერობით, არ ვიცით და ვიკვლევთ, რა შემთხვევის გამო შეიძლებოდა ინფექციონისტი დაინფიცირებულიყო და რომელ პაციენტებთან კონტაქტის გამო“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ინფექციონისტის განმეორებითი ტესტირების პასუხებამდე კლინიკაში დარჩება 100-მდე მედიკოსი.

„პრინციპში, კლინიკა არის მთლიანად იზოლაციაში. ის მორიგეები, ვინც მუშაობდნენ, დარჩნენ დღესაც და მუშაობენ. მანამ, სანამ პასუხები იქნება ცნობილი, იმისთვის, რომ ვირუსი დანარჩენ მოსახლეობაში არ გავრცელდეს, ეს მედიკოსები დარჩებიან კლინიკაში“, - აღნიშნა დირექტორმა.

შეგახსნებთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 ფაქტია გამოვლენილი. ვირუსმა 2 პაციენტი იმსხვერპლა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 36 პირი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა