მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრივატიზაციის I კვარტლის გეგმა ვერ შესრულდა

626655820231b
თელარა გელანტია
25.04.22 12:19
1135
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიშის თანახმად, პრივატიზაციის I კვარტლის გეგმა ვერ შესრულდა.

სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშგების თანახმად, 2022 წლის იანვარ-მარტში „არაფინანსური აქტივების კლებით“ ანუ პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსულობების მოცულობამ შეადგინა 34 მლნ 858 ათასი ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობის (44 მლნ ლარი) 79.2%-ია.

ანგარიშის თანახმადვე, მათ შორის შემოსულობებმა ძირითადი აქტივების გაყიდვიდან 23.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (37 მლნ ლარი) 63.9%–ია, არაწარმოებული აქტივების (მაგალითად: მიწა) გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობებმა კი - 11. 2 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის (7 მლნ ლარი) 160.3%-ია.

ინფორმაციისთვის: I კვარტალში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა საგენტომ ელექტრონულ აუქციონებზე რამდენიმე მსხვილი ქონება გაყიდა. მათ შორისაა „რიყის დოქები“, ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფო“, ასევე ე.წ. წყნეთის აგარაკები, მაგრამ როგორც ჩანს, მათი პრივატიზაციიდან მიღებული თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში I კვარტალში არ შესულა.