მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ვიტყვით" - მთავრობა მოქალაქეებს მიმართავს

5f8fe88795edf
ინგა მურუსიძე
21.10.20 11:49
1774
„საუბარი იმაზე, თითქოს ადამიანები მიყრილები არიან როგორც საავადმყოფოებში, ისე covid-სასტუმროებში - არის ტყუილი“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  ნათია მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ის მოქალაქეებს მოუწოდებს, არასწორი ინფორმაციების გამო პანიკაში ნუ ჩავარდებიან, რადგან ამ ეტაპზე მსგავსი შფოთვების საფუძველი არ არის.

„საუბარი იმაზე, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები მიყრილები არიან covid-სასტუმროებში ან სახლებში და მათ არავინ მკურნალობს, თითქოს ზარებზე მასიურად არ არის პასუხი - არასწორია. შფოთვის საფუძველი არ არის და ეს ყველაფერი არის ტყუილი, რაც ალბათ იმას ემსახურება, რომ პანიკა დათესონ. თვითიზოლაციაში 21 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება, ხოლო თითოეულ მათგანთან კონტაქტზეა ოჯახის ექიმი. შესაძლოა, კონსულტაცია დაგვიანდა 1-2 საათით, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევა, გთხოვთ ამ ერთეული შემთხვევების გამო არ ავყვეთ პანიკას. ექიმები პაციენტებთან მუდმივად კონტაქტზე არიან", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ირწმუნება, რომ უწყებათშორისი საბჭოს წევრები მუდმივად სიმართლეს საუბრობენ და ყველა მათ უნდა დაეყრდნოს.
 
„თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით; სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ტრიბუნიდან ყვებიან. რაც არ უნდა მწარე იყოს სიმართლე, გვენდეთ, არ მოვერიდებით და აუცილებლად გეტყვით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.