მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არ გამოვრიცხავ, რომ მოქალაქეებისთვის მოგვიწიოს თქმა, არ ხარ აცრილი? რაღაცას ვერ გააკეთებ” - ვატო სურგულაძე

60ec7788a845b
ანუკა ჯოხაძე
13.07.21 00:00
10839
საკოორდინაციო საბჭო უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს იმ ბენეფიტების ჩამონათვალზე, რითაც აცრილმა ადამიანებმა უნდა ისარგებლონ. ეს უნდა გახდეს ერთგვარი მოტივატორი ადამიანებისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაებან. თუმცა, მიუხედავად არაერთი ანონსისა, ამ დრომდე უცნობია კონკრეტული ბენეფიტების ჩამონათვალი.

იმის გამო, რომ ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი კვლავ დაბალი ტემპით მიმდინარეობს, ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ მეოთხე ტალღა ბევრად უფრო რთული იქნება. ვატო სურგულაძის განმარტებით, შესაძლოა მთავრობას გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოუწიოს აუცრელი ადამიანებისთვის, რომ მათ ვაქცინაციაზე რეგისტრაციისკენ უბიძგოს.

“როცა აუცრელი ადამიანებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე საუბრობენ, ცოტა ამის მომხრე არ ვარ, მაგალითად აცრილები შევუშვათ სტადიონზე, ბარში ან რესტორანში, ხოლო აუცრელები არა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ დავდგეთ იმის წინაშე, რომ მოგვიწიოს თქმა, არ ხარ აცრილი? რაღაცას ვერ გააკეთებ. ამ დროს შენი შესაძლებლობები უფრო შეზღუდული იქნება. არ მინდა, რომ აქამდე მივიდეთ, მაგრამ ამათი უნიათობის ხელში ამ მეთოდსაც არ გამოვრიცხავ", - აცხადებს ჯანდაცვის სპეციალისტი ვატო სურგულაძე.