მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ტაქსის მძღოლი დააკავეს

62553e4ce7ccf
მარიამ ვარადაშვილი
12.04.22 12:52
1020
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულს უცხო ქვეყნების ორ მოქალაქესთან ტაქსით მომსახურების საფასურთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდა.

ამის შემდეგ მგზავრები მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და უთხრა, რომ ჩაკეტილი ავტომობილიდან მხოლოდ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა. მგზავრებს ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მათ მომხდარზე ახლობლებთან სატელეფონო ზარის განხორციელება სცადეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.