04.აგვისტო .2020 12:40

Probanki.uz: „თიბისი ბანკმა“ უზბეკეთში $9.9 მლნ-ის ღირებულების აქციები გამოუშვა

views 384
უკან

„თიბისი ბანკმა“ უზბეკეთის ფილიალში კიდევ $9.9 მლნ-ის ინვესტიცია ჩადო - ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკური გამოცემა Probank-ი ავრცელებს.

საინფორმაციო ვებ-გვერდის ცნობით, „თიბისი ბანკმა“ უზბეკეთში 101 746 927 აქციები გამოსცა. 1 აქციის მინიმალური ღირებულება 1 000 სუმია (უზბ. ერ. ვალუტა), რომლის საერთო ღირებულება 101.7 მლრდ სუმის, ანუ 9.9 მლნ დოლარს შეადგენს.

კომპანიის აქციები 2020 წლის 30 ივლისს გამოიცა და  უზბეკეთის "თიბისი ბანკის" ერთადერთი დამფუძნებლის - «TBC BANK GROUP PLC»-ის დახურული გამომწერებისთვის იქნება განთავსებული.

უფრო ადრე 25 მაისს, ბანკმა ასეთივე საწყისი ღირებულებით და ასევე დახურული გამომწერებისთვის 120 მლნ-ის აქციები გამოსცა.

Probanki ასევე იუწყებოდა, რომ ბანკმა საოპერაციო საქმიანობა საპილოტე რეჟიმში ივნისის ბოლოს დაიწყო, ხოლო სრულყოფილი ამოქმედება აგვისტოში იგეგმებოდა.

 


ინფორმაციისთვის, თიბისი ბანკის ჯგუფმა უკვე განახორციელა 12,6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია თიბისი უზბეკეთის კაპიტალში.

2020 წლის ბიზნესგეგმის განსახორციელებლად დარჩენილ 20 მლნ დოლარს კი, სავარაუდოდ, თიბისის პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ადგილობრივი პარტნიორი უზბეკ-ომანის საინვესტიციო კომპანია (Uzbek-Oman Investment Company ) დააფინანსებენ.

თიბისი ბანკის ჯგუფი კი, კვლავ რჩება უმსხვილეს აქციონერად თიბისი უზბეკეთში - 51% პროცენტით.

როგორც თიბისიში აცხადებენ, თიბისი ჯგუფისთვის უზბეკეთის მზარდი ბაზარი 33 მილიონი მოსახელობით ძალიან მიმზიდველი და მნიშვნელოვანია. მოსამზადებელი სამუშაოები თიბისიმ უზბეკეთის ბაზარზე შესასვლელად 2019 წლიდან დაიწყო, დაარსა საპილოტე ფილიალი ტაშკენტში და ჩამოაყალიბა მენეჯმენტის ძირითადი გუნდი. თიბისიმ უზბეკეთის ეროვნული ბანკისგან წინასწარი ლიცენზია 2020 წლის იანვარში მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა