10.მარტი .2019 18:50

პროდუქცია, რომელიც მეცხოველეობის დარგში იწარმოება

პროდუქცია, რომელიც მეცხოველეობის დარგში იწარმოება
views 2705
უკან

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მეცხოველეობის დარგში ძირითადი პროდუქტების წარმოების სტატისტიკას აქვეყნებს.

გასული წლის მონაცემებით, ქვეყანაში 67 ათასი ტონა ხორცი აწარმოეს, რაც ბოლო 5 წლის მაქსიმუმი მაჩვენებელია.

ხორცის წარმოება (ათასი ტონა):

2018 წელი-67.0
2017 წელი-66.2
2016 წელი-66.1
2015 წელი-66.7
2014 წელი-59.3

გაზრდილია კვერცხის წარმოებაც. „საქსტატის“ მიხედვით, 2018 წელს ქვეყანაში 61.6 ათასი ცალი კვერცხი აწარმოეს, რაც ბოლო 5 წლის მაქსიმუმი მაჩვენებელია.
კვერცის წარმოება (ათასი ცალი):

2018 წელი-612.6
2017 წელი-600.1
2016 წელი-590.4
2015 წელი-602.5
2014 წელი-551.9

2018 წლის მონაცემებით, ქვეყანამ 532 ათასი ლიტრი რძე აწარმოა. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 528.4, 2016 წელს 540.1, 2015 წელს 566.3, ხოლო 2014 წელს 588.8 ლიტრი იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა