მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროდუქციის განბაჟება პრიორიტეტებში დაბლაა.. ტვირთი გაჩერებულია" - "რითეილ გრუპ ჯორჯია"

5ea9ae2d742e9
ნინი ლონგურაშვილი
29.04.20 22:40
1034

"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, რაც იყო გზაში, ის ტვირთი ჩამოვიდა საბაჟოებზე და გაჩერებულია, არამხოლოდ ჩვენი კომპანიის, მთლიანად სექტორში, ყველა კომპანიას ანალოგიური სიტუაცია აქვს", - ამის შესახებ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში “რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტრომა რეზო მაღალაშვილმა ისაუბრა.

მისივე თქმით, ჯერ ხელფასები და სხვა ხარჯებია გასასტუმრებელი, ამიტომ პროდუქციის განბაჟება პრიორიტეტებში ყველაზე დაბლაა.

“ეს ორი თვე ნულოვანი შემოსავლების პირობებში, რა ფულადი სახსრებიც იყო, ყველაფერი მიმართულია სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად. კიდევ ასეთ რეჟიმში ვიქნებით 5-6 კვირა, სანამ შეზღუდვები არ მოიხსნება. ასეთ პირობებში როდესაც არ არსებობს ფულადი სახსრები, წარმოუდგენელია რაიმე თანხა ჩვენ ტვირთების განსაბაჟებლად მივმართოთ. იმ პირობებში, როცა ნულოვანი შემოსავალია და პლუს ველოდებით დამატებით რამდენიმე მძიმე თვეს, როდესაც ბრუნვები ნამდვილად არ დაუბრუნდება საწყის ნიშნულს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ფულადი სახსრების აკუმულირება საბაჟოზე და მათი მიმართვა იქნება პრიორიტეტებში ძალიან დაბლა. ჩვენ გვექნება კვლავ ხელფასები გასასტუმრებელი, მიმდინარე ხარჯები დასაფარი და იმ მომენტისთვის, როცა ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ჩვენ დაგვრჩა საკმარისი თანხები რომ პროდუქციაც განვაბაჟოთ, ძალიან გვიანი იქნება. ამით ვერც ჩვენ ვიგებთ და ვერც სახელმწიფო მიიღებს შემოსავლებს", – განაცხადა რეზო მაღალაშვილი.