მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პროდუქტების დეფიციტი არ შეიქმნება, თუ ამას ხელოვნურად არ გამოვიგონებთ“ - რითეილ ასოციაცია

62343618c90c1
თათია ჩაფიჩაძე
18.03.22 22:10
963
რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის მირანდა მანჯგალაძის განცხადებით, ქსელური მარკეტები მიმწოდებლებთან და სახელმწიფოსთან პროაქტიულად მუშაობენ, რათა დახლებზე პროდუქტების დეფიციტი არ შეიქმნას.

„საქმიანი დილის“ ეთერში მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ მხარეები ოთხ მნიშვნელოვან პუნქტზე შეთანხმდნენ, რაც მოსახლეობის მხრიდან პანიკური შესყიდვების გამორიცხვის შემთხვევაში, პროდუქციის უწყვეტობას უზრუნველყოფს.

„მნიშვნელოვანია ეფექტური მუშაობა სამ რგოლში, ეს არის საჯარო სექტორი, დისტრიბუტორები და რითეილ სექტორი. როდესაც ჩვენ ამ სამი რგოლის მნიშვნელობას ვაცნობიერებთ და პროაქტიულად ვართ ჩართულები პროცესში, იქ დეფიციტის პრობლემა ნამდვილად არ შეიქმნება, თუ ამას ხელოვნურად არ გამოვიგონებთ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვფიქრობ, რომ რაც არსებითად მნიშვნელოვანია იმ საკითხებს იზიარებენ და ცდილობენ პრობლემები გადაგვიჭრან. რაც შეეხება ჩვენს შორის თანამშრომლობას, მომწოდებლებთან გვქონდა შეხვედრა, განვიხილეთ ოთხი პუნქტი, რომლებზეც შევთანხმდით. რითეილერებს აქვთ მოთხოვნა, რომ უწყვეტად მოეწოდოს პროდუქტი, რათა მომხმარებელს დახლზე დახვდეს. ასევე მათ აქვთ მოთხოვნა, რომ ფასი აკონტროლონ ისე, რომ გაძვირებული არ მივიდეს მომხმარებლამდე. თუ პროდუქტი გაძვირებული მოდის, მერე რითეილერსაც უწევს მომატება. ის ოთხი პუნქტი, რაზეც ჩვენ დახურულ კარს მიღმა ვისაუბრეთ, უზრუნველყოფს იმას, რომ 1) დისტრიბუტორი ვერ გაუძვირებს პროდუქციას რითეილ სექტორს, თუკი ერთი თვით ადრე არ გააფრთხილა, მაგრამ რადგან ახლა მსოფლიოში გლობალურად დეფიციტის საფრთხეა, გვესმის რომ ფასები ყოველდღიურად ძვირდება და ამ მუხლს უგულებელვყოფთ.

2) კომერციული პირობაა ის, რომ შევეცდებით არ გავაძვიროთ. 3) გადახდის პრობლემა გაქვთ? ჩვენი ამ მოლაპარაკებით მივდივართ იქამდე, რომ საბანკო მომსახურების საკითხსაც განვიხილავთ, რომელიც ინდივიდუალურად აქამდეც განიხილებოდა, მაგრამ ახლა აქტუალური გახდა, რათა ნაღდი ფულის დეფიციტი არ იყოს, რამაც შეიძლება პროდუქტი დისტრიბუტორებს ვერ შეაძენინოს.

ამ შეთანხმების დონეზე განვიხილეთ ეს საკითხები, აბსოლუტურად რაციონალურად ვიღებთ სიტუაციას და გვაერთიანებს ერთი ინტერესი, რომ შევინარჩუნოთ ფასი. ჩვენ ფასის კონტროლს ვცდილობთ იმით, რომ გავამარტივოთ ურთიერთობა ჩვენსა და დისტრიბუტორებს შორის.“ - განაცხადა მანჯგალაძემ.