“ომი ყველას გვეხება, ეკონომიკურ ასპექტს თუ ავიღებთ სასაქონლო ბაზრებზე ფასები ძვირდება, ეს ის ფასია, რასაც ჩვენ მთელი მსოფლიო ვიხდით.” - ამის შესახებ “ეფეს საქართველოს” (ნატახტარი) კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ფასები გაძვირებულია, როგორც ენერგომატარებლებზე, ასევე შესაფუთ მასალებზე.
“ბევრი ნედლეული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ცენტრალური ევროპიდან და თურქეთიდან შემოგვაქვს. პროდუქტებზე გაძვირებული ღირებულებები, მალე ჩვენს ფასებზეც აისახება, თუმცა ამ ეტაპზე რთულია თქმა რამდენით. ამ ეტაპზე მარაგები ერთიდან-სამ თვემდე გვაქვს. სამომავლოდ, ჩვენს პროდუქციაზე ფასების გაძვირება მოხდება, თუმცა არა კრიტიკულად.” - აღნიშნა ხუნძაკიშვილმა.
2021 წელს “ნატახტარმა” ქვეყნის ფარგლებს გარეთ მსოფლიოს 25 ქვეყანაში 44 მლნ ლიტრი ლუდი და ლიმონათი გაიტანა. კომპანიის ჯამურ საექსპორტო პორტფელში უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი ერთად 25%-ზე მეტს იკავებს. კომპანიას ბაზრები დივერსიფიცირებული აქვს, რაც კრიზისების მართვაში ეხმარება. “ნატახტარის” ლუდი და ლიმონათი ისეთ ქვეყნებში იყიდება როგორიც, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, სამეზობლო ქვეყნები და ცენტრალური აზიაა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ