მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროდუქტების მარაგი მთელ სექტორში არის საკმარისზე მეტი - ორი ნაბიჯი

5e6d04c0b599b
ვიქტორია მღებრიშვილი
14.03.20 20:38
3409
მარაგები ჩვენს კომპანიებში და მთელ სექტორში არის საკმარისზე მეტი, - ამის შესახებ მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიორბელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველანაირი აჟიოტაჟი ზედმეტია.

„შექმნილია რამდენიმე საკოორდინაციო ჯგუფი. მინდა გითხრათ და დავადასტურო, რომ არანაირი მღელვარების საფუძველი არ არსებობს. ბოლო ორი დღის მანძილზე გაზრდილია მომხმარებელების რაოდენობა მაღაზიებში, რაც ბუნებრივია, მაგრამ მარაგები ჩვენს კომპანიებში და მთელ სექტორში არის საკმარისზე მეტი. აქედან გამომდინარე ზემეტია ყველანაირი აჟიოტაჟი“, - განაცხადა „ორი ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა.